გიორგი ცქიტიშვილი
← ყველა პროექტი

DialyzeAI · ქეისი

ალტაში ყოველი ზარი შემოწმებულია

როგორ გადავიდა ელექტრონიკის ქართული რითეილერი ზარების 1–3%-ის შერჩევითი შემოწმებიდან ყველა ზარის შემოწმებაზე, სადაც AI-ის ყოველი დასკვნა ტრანსკრიპტს ედარება.

100%ზარების შემოწმებულია 2026 წლის მაისიდან
~400kწუთი დამუშავებული ზარი
11ცვლილების მოთხოვნა, თითოეულს პასუხი ერთ სამუშაო დღეში

პრობლემა

ალტას დატვირთული ქოლ-ცენტრი აქვს. ხარისხის კონტროლი ნიშნავდა, რომ QA გუნდი ჩანაწერებს ხელით უსმენდა, რაც ზარების 1–3%-ს მოიცავდა. დანარჩენს არავინ უსმენდა, ამიტომ არასწორი პასუხი ან შეუსრულებელი დაპირება მხოლოდ მაშინ ჩანდა, როცა მომხმარებელი ჩიოდა.

რა ავაწყე

შედეგები

DialyzeAI ალტაში 2026 წლის მაისში ამუშავდა და იანვრიდან მოყოლებული ყველა ზარი შემოწმდა. მას შემდეგ დამუშავდა დაახლოებით 400 000 წუთი ზარი, დაახლოებით 6 700 საათი, რომლის მოსმენაც ადამიანს მოუწევდა.

7 თვეში ალტამ 11 ცვლილების მოთხოვნა გამოგზავნა. თითოეულს ერთ სამუშაო დღეში ვუპასუხე და ორში დავნერგე.

განსაკუთრებით აღვნიშნავდით Satli-ს პროფესიონალიზმს, სწრაფ მხარდაჭერასა და პროდუქტის განვითარებისადმი პროაქტიულ მიდგომას. თანამშრომლობის მთელი პერიოდის განმავლობაში ისინი ყოველთვის ჩვენს ბიზნეს-საჭიროებებზე იყვნენ ორიენტირებულნი და იმაზე, რომ პლატფორმიდან მაქსიმუმი მიგვეღო.
ნონა ბაინდურაშვილი, ალტას აღმასრულებელი დირექტორი · სარეკომენდაციო წერილიდან

შემდეგი ნაბიჯი

პასუხების შედარება ალტას კატალოგთან და შიდა წესებთან, რომ სისტემამ დაინახოს არა მხოლოდ ის, რომ ოპერატორმა ფასი დაასახელა, არამედ ისიც, სწორი იყო თუ არა ის.

Python: დაახლოებით 36 000 ხაზი საერთო ძრავისა და თავად DialyzeAI-სთვის და დაახლოებით 32 000 ხაზი ტესტები.